საერთაშორისო ძებნა თინა კანდელაკზე | შემოუშვებს თუ არა "ოცნება" ქვეყანაში პუტინის პროპაგანდისტს

გამოქვეყნდა:

თინა კანდელაკი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს ვეღარ დატოვებს. უკრაინის პროკურატურამ კრემლის ტელევარსკვლავი და ყველა ის პირი, ვინც აგრესიული განცხადებებითა და ქმედებებით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, საერთაშორისო ძებნილებად გამოაცხადა.

ყველასთვის, ვინც წითელ ცირკულარში აღმოჩნდა, რუსეთის საზღვრის კვეთა ნებისმიერი მიმართულებით პატიმრობის ტოლფასი იქნება, თუმცა რა მოხდება იმ შეთხვევაში თუ ეს საზღვარი საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, ჯერჯერობით უცნობია.

გომელაურისა და ლილუაშვილის უწყებები დუმან, იმ ფონზე როდესაც, საქართველო ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის ათასობით მოქალაქე ჩამოდის, თუმცა უცნობია რამდენი დივერსანტი შეიძლება იყოს ამ სტატისტიკაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი