ავსტრალიური ენერგეტიკული კომპანია Viva-მ სამშაბათს განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას და შეუერთდება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებიც შორდებიან რუსეთს უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

Viva-მ, რომელიც მუშაობს Shell-ის კომპანიების ჯგუფში, თქვა, რომ "შეძრწუნებული" იყო "ამ საშინელი კონფლიქტით".

"შედეგად.. Viva Energy-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის შესყიდვა, სანამ კონფლიქტი გრძელდება", - დასძინა მან.

ნავთობის ბაზრები, განსაკუთრებით ევროპის ბაზრები, ცდილობენ მოიძიონ ნავთობის ალტერნატიული წყაროები, რადგან რუსეთი მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის 13%-ს ახორციელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი