FIFA აცხადებს, რომ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს შეუძლიათ შეაჩერონ კონტრაქტები და დროებით დატოვონ ქვეყანა. ამის უფლება მიეცათ რუსეთში მომუშავე უცხოელ მწვრთნელებსაც.
მოთამაშეებს კონტრაქტების შეჩერება ცალმხრივად შეეძლებათ სეზონის დასრულებამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე. ის ფეხბურთელები, რომლებიც რუსულ კლუბებს დატოვებენ თავისუფალ აგენტებად ჩაითვლებიან და ახალ კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმება.
ნებისმიერ არარუსულ კლუბს რუსულ პრემიერ-ლიგაში მოთამაშე ლეგიონერის დარეგისტრირება შეეძლება 7 აპრილამდე. თითოეულ კლუბს მხოლოდ ორი ასეთი მოთამაშის დამატება შეეძლება.
რუსეთის პრემიერლიგაში ამჟამად 120 ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის 6 ქართველი ფეხბურთელია - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა გაგნიძე, გია გრიგალავა და ლუკა წულუკიძე. რამდენიმე უცხოელმა მოთამაშემ და მწვრთნელმა რუსული კლუბები უკვე დატოვა.
ამავე თემაზე: