მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება ე.წ. დივერსანტების არსებობის შესახებ - სუს-ი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლას ეხმაურება და აცხადებს რომ "მასიურ და უკონტროლო შემოდინებაზე" ბოლო დღეებში ამ საკითხზე "მიზანმიმართულ დეზინფორმაცია" ვრცელდება.

უწყების განცხადებით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.

"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყენაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად", - წერია უწყების განცხადებაში. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაახლოებით, 20-25 000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, მათ გარდა აქტიურად ჩამოდიან ბელარუსებიც. მათი ნაწილი აქ ბინების შეძენას და ბიზნესის დაწყებას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი