პენტაგონმა უარით უპასუხა ვარშავის შემოთავაზებას, საბჭოთა მიგ29-ების გადაცემაზე, რომლის სანაცვლოდაც პოლონეთი თანამედროვე ტიპის ეფ 16-ის მოიერიშე გამანადგურებლებს მიიღებდა.
მიგ 29-ებს კი აშშ უკრაინას გადასცემდა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სწორედ ავიაგამანადგურებლები ესაჭიროება.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას თქვა, ოფიციალური ვარშავის საჯარო შეთავაზება, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.