BBC: რუსეთმა უკრაინაში წვევამდელების გამოყენება აღიარა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი ჯარისკაცი, რომელიც ომში იძულებით წაიყვანეს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში, 18-27 წლამდე ასაკის ყველა კაცმა ერთწლიანი სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებში. პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი გამოყვანილია, - თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

 პუტინი 7 მარტს ამბობდა, რომ უკრაინაში წვევამდელებს არ გაიწვევდა, 8 მარტს კი გაიწვია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი