გარდაცვლილი ქალები და ბავშვები... ასევე, სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება. ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ, რა ხდებოდა უკრაინაში, ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები. თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ.
სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ. მოსკოვში კარგად იციან, რომ მარიუპოლი დონეცკის ოლქის ნაწილია. ეს ის დონეცკის ოლქია, რომელზეც დონეცკში მცხოვრები ადამიანები ბევრს საუბრობენ, ახლა კი ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის მოსახლეობას. ეს ის უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ, სახლებში ცხოვრობენ, საავადმყოფოებში მკურნალობენ და მშობიარობენ".
- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა სრულად