რუსეთის პრეზიდენტი არასდროს ამბობს უარს კონტაქტებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი არასდროს ამბობს უარს კონტაქტებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის - ასე პასუხობს ლავროვი კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი  უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ლავროვის თქმით, უნდა არსებობდეს სპეციფიკური განსახილველი საკითხები.

"რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, რუსეთის პრეზიდენტი არასდროს ამბობს უარს კონტაქტებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. კულებას ვუთხარი, რომ ჩვენ ყოველთვის შეხვედრის მომხრეები ვართ" - ამბობს ლავროვი

კულებასა და ლავროვის შეხვედრა ანტალიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დმიტრო კულებამ განაცხადა, რო მთავარი საკითხი - ცეცხლს შეწყვეტის შეთანხმება, მიღწეული არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი