რადას ვიცე-სპიკერი ოლექსანდრ კორნიენკო ევროპარლამენტარებს მიმართავს. დღეს, საფრანგეთის ვერსალში, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი განიხილება. კორნიენკო
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწდებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ ევროპულ ოჯახში მიღებას მისახურებენ.
მივესალმები ჩემს ევროპელ კოლეგებს, პარლამენტარებს, ევროპული პარლამენტის თავმჯდომარეებს, მე ვარ ოლექსანდრ კორნიენკო, უკრაინის სახელმწიფო რადას ვიცე-სპიკერი. 28 თებერვალს, ომის მეოთხე დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნის შესახებ. უკრაინამ სთხოვა ევროკავშირს, რომ მიეცეს გაწევრიანების საშუალება გამარტივებული პროცედურით.
ჩვენთვის ეს ისტორიული შანსია, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ სახლს და რომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა თავად ევროპისთვისაც. უკრაინის მიღება დაჩქარებული წესით იქნება თამამი, მაგრამ არა უპრეცედენტო ნაბიჯი. ისტორიაში ასეთი რამ უკვე მომხდარა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია მიიღეთ. მაშინ მის თავზე ბომბდამშენები არ დაფრინავდა და არც ხალხი იღუპებოდა, თუმცა დაჩქარებული პროცედურებით მისი მიღება მიანც მოხდა.
დიახ, ეს რთული გადაწყვეტილება იქნება, რადგან კიდევ ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რომ კანონმდებლობის სინქრონიზაცია მოვახდინოთ არსებულ კანონმდებლობასთან. ასევე, ის რეფორმები გატარდეს, რომელთა გატარებაც ვერ მოვასწარით მშვიდობიანი პერიოდის დროს. მაგრამ რომელიც დიდი ხანია მუშავდება მინისტრთა კაბინეტსა და უმაღლეს რადაში. უკრაინას შეუძლია, ეს ჩავადნები უმოკლეს დროში აღმოფხვრას და ამას ჩვენი დიდებული არმიის მაგალითზე ვხედავთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიად მოკლე დროში იქცა...
ერთადერთი, რაც ევროპას დღეს სჭირდება, ერთადერთი, რასაც თქვენგან ვითხოვთ, ძვირფასო კოლეგებო, პოლიტიკური ნებაა, რომ მოახდინოთ სუბიექტურობის დემონსტრირება. მიუხედავად ბიუროკრატიული პროცედურებისა და აგრესორი ქვეყნის გავლენისა, რომელიც დღეს უკრაინას უტევს, ხვალ კი ევროპისკენ გაიწევს. კარგია, რომ ევროპელებს დღეს ეს კარგად ესმით...
ჩვენ ველით მიპატიჟებას ევროპულ ოჯახში. უკრაინა ევროპაა, მოდით ავაშენოთ ჩვენი ევროპული უსაფრთხოება ერთად! დიდება უკრაინას!, - ამბობს კორნიენკო.
იხილეთ ასევე: