აუცილებლად იქნება გამოძიება და ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ - აცხადებს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და იმ ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებით, რომელსაც ოკუპანტი ქვეყნა უკვე 15 დღეა აწარმოებს.
ჰარისმა განცხადება პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდება უკრაინაში როგორ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას, სამშობიაროებს და ეს ყველაფერი რის გამო?! ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი, რომელიც მიმართულია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გამოძიება საჭიროა. რუსეთმა პასუხის უნდა აგოს ამ აგრესიისთვის და სისასტიკისთვის" - ამბობს კამილა ჰარისი
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ვარშავაში დღეს ჩავიდა.
იხილეთ ასევე: