ქალაქ ლუცკზე რუსული ავიაციის თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 6 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლინის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. 

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

"დღეს დილით, დაახლოებით 5 საათსა და 45 წუთზე ოკუპანტებმა ჩვენ სამხედრო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დაბომბვას 2 სამხედრო ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ამ ეტაპზე ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს", - თქვა ვოლინის ოლქის გუბერნატორმა, იური პოგულიაკომ.

მანამდე ქალაქის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო სულ მცირე 1 ადამიანი. მისი თქმით,  ქალაქში გაფრთხილების სისტემა არ მუშაობდა, რის მიზეზსაც იკვლევენ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი