არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების ხელშია. ადგილზე ვითარება მძიმეა. უკვე რამდენიმე დღეა უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არსებობს გაჟონვის საფრთხე, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.