"სროლები ჩვენ არ დაგვიწყია... ჩვენი ნამუსი სუფთაა, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, მოსკოვში საუბრობს.
სროლები ჩვენ არ დაგვიწყია. პირიქით, მათ წამოიწყეს. გაჩვენებთ დოკუმენტებს, საიდანაც მზადდებოდა ბელარუსზე თავდასხმა. 6 საათით ადრე, მათ ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმები რომ არ მიგვეტანა, ისინი ჩვენს ჯარზე შეტევებს დაიწყებდნენ. იმ ჯარზე, რომელიც სწავლებას გადიოდა. ჩვენი ნამუსი სუფთაა, ბიოლოგიური იარაღი და ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ასაფეთქებლად მზად ჰქონდათ. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, - ამბობს ლუკაშენკო.
იხილეთ ასევე: