ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო დასავლეთის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას. ლუკაშენკომ ამ ყველაფერს უკანონო უწოდა.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, ლუკაშენკო პუტინთან შესახვედრად დღეს მოსკოვში ჩავიდა.