რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე ავიაიერიში მიიტანა - რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი რივნეს რეგიონში, დუბროვიცის სასაზღვრო პატრულმა დააფიქსირა.

"მტერი თავს დაესხა ბელორუსის ტერიტორიას უკრაინის საზღვარზე. ბომბდამშენებმა, რომლებიც ბელარუსიდან უკრაინაში მიფრინავდნენ, დაბომბეს უკრაინის ტერიტორია, შემდეგ განახორციელეს საჰაერო დარტყმები ბელარუსზე. რივნეს რეგიონში“, - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის ასეთი ქმედება არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მიზნად ისახავს, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში ჩართვას.

შეგახსენებთ, პუტინის მორიგ პროვოკაციულ გეგმაზე, რაც ომში სწორედ ბელარუსის ჩართვას ისახავს მიზნად, განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ გააკეთა  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი