აშშ რუსეთს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს ჩამოართმევს

გამოქვეყნდა:

აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს ჩამოართმევს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაიდენის განცხადებითვე, რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმა აუცილებელია და ამას აშშ აუცილებლად გააკეთებს - "ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ზეწოლა და ამიტომ ვითხოვთ, რომ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭიროს".

დამატებითი სანქციები, რომლებსაც აშშ რუსეთს უწესებს:

  • აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
  • აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
  • ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი