ჩერნობილის დახურული ზონა შესაძლოა პუტინის მთავარი სპეცოპერაციის ადგილად იქცეს. უკრაინული დაზვერვა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერი ბირთვულ სადგურზე ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავს.
სპეცსამსახურებისთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსანტები უკვე იმყოფებიან.
გახდება თუ არა ჩერნობილის სადგური კიდევ ერთხელ უდიდესი კატასტროფის მიზეზი, ეს მხოლოდ დროზეა დამოკიდებული. სრულად გათიშული ელექტროენერგიის შემდეგ, დიზელის გენერატორების მუშაობის დრო იწურება.
უმძიმესია ვითარება იმ ქალაქებში, რომლებიც ბრძოლის ველად არის გადაქცეული. მარიუპოლი ისევ ცეცხლის ალშია გახვეული და კვლავ იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. საოკუპაციო ძალების ახალი სამიზნე ამჯერად ლუცკი და დნიპრო გახდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: