ბაიდენმა რუსეთისთვის დოლარის კუპიურების მიწოდება აკრძალა - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ რუსეთი ევროს შემდეგ დოლარზე წვდომასაც დაკარგავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს რუსეთში დოლარის კუპიურების ნებისმიერი საშუალებით მიწოდებას.
"ჯო ბაიდენმა აკრძალა დოლარის კუპიურების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება, პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, შეერთებული შტატებიდან ან აშშ-ს ნებისმიერი მოქალაქის მიერ რომელიმე ქვეყნიდან, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვის ან ნებისმიერი პირისთვის. რუსეთის ფედერაციიდან," - წერს BBC.
ცნობისთვის, ევრო ნაღდი ფულის მიწოდების ანალოგიური აკრძალვა ევროკავშირმა 1 მარტს გადაწყვიტა.
იხილეთ ასევე: