უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
დაჭრილები გაცილებით მეტნი არიან... მაგრამ ჩვენ არცერთი მათგანი აქ არ მოგვიწვევია. და ყოველ ოკუპანტს გავუმეორებთ, რომ აქედან წასვლა ისევ შეუძლიათ - უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან! წადით სახლში!, - ამბობს ზელენსკი.
ის რუსი სამხედროების დედებსაც მიმართავს:
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად, - აცხადებს ზელენსკი.