სპორტსმენები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ახალი ორგანიზაციის წევრები არიან. "ჩემპიონთა ლიგა" სხვადასხვა თაობის, პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების ადამიანებს ერთი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს. დღეიდან ჩემპიონები ერთად დაარღვევენ სტერეოტიპს, რომ წარმატებული სპორტსმენები მხოლოდ მმართველი გუნდის გარშემო ერთიანდებიან. "ჩემპიონთა ლიგის" მიზნები აპოლიტიკურია, თუმცა ის ყველა სპორტსმენისა და სპორტული ინტერესების დამცველი იქნება.
ორგანიზაციის დამფუძნებელი თვლის, რომ საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან, ამიტომ ისინი ქართული სპორტის განვითარებისთვის უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები და მათი გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად არ უნდა ხდებოდეს.
ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი, ირაკლი ცირეკიძე და მსოფლიოს ჩემპიონი მოჭიდავე, რამაზ ნოზაძე დარწმუნებული არიან, რომ ქართული სპორტისთვის სარგებლის მოტანა სხვა ფლანგზეც შეუძლიათ.
აპოლიტიკური და საჭირო გაერთიანება, რომელიც არა მხოლოდ სპორტისა და სპორტსმენების პრობლემებზე იქნება კონცეტრირებული, ასეთია, დღეს შეკრებილი მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენების მოტივაცია. პანდემიის პირობებში კი სპორტის ზოგიერთი სახეობის არსებობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ მოუწევს საკუთარი სიტყვის თქმა სპორტმენებს ჩემპიონთა ლიგიდან.