თურქეთი რუსეთს მარიუპოლიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დერეფანს სთხოვს - ინფორმაციას BBC ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაში დახმარებისთვის სერგეი ლავროვს მიმართა.
ჩავუშოღლუმ მოუწოდა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შეთანხმდნენ ეთნიკური თურქების ევაკუაციის პირობებზე, რომლებიც გუშინ რუსების მიერ მეჩეთის დაბომბვის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან. საუბარია თითქმის 90 ადამიანზე, მათ შორის ბავშვებზე.
იხილეთ ასევე: