თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავაშოღლუმ თქვა, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არაა.
„ჩვენ მონდომებული ვართ, რათა მოვაწყოთ [რუსეთისა და უკრაინის] ლიდერების შეხვედრა. ომის დაწყებამდეც გვქონდა ასეთი ძალისხმევა. პრინციპში, პუტინმა ჩვენს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის არ არის. მსგავსი შეხვედრის წინააღმდეგ“, - ციტირებს თურქი მინისტრის სიტყვებს "რია ნოვოსტი".
ზელენსკის განცხადება პუტინთან შეხვდრაზე: