"უთანხმოების მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია" - პოდოლიაკი მე-4 რაუნდის მიმდინარეობაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკის ცნობით, რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო, თუმცა რთულად მიმდინარეობს. 

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

"მხარეები აქტიურად აფიქსირებენ უკვე დაზუსტებულ პოზიციებს. კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რთული. უთანხმოების მიზეზი ჩვენი ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია. უკრაინა წარმოადგენს თავისუფალ დიალოგს საზოგადოებაში და სავალდებულო კონსენსუსს. რუსეთი არის საკუთარი საზოგადოების ულტიმატუმით ჩახშობა" - წერს პოდოლიაკი. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი