რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ტექნიკური პაუზა აიღეს და ის ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.
"მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა იქნა აღებული. სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისთვის და გარკვეული დეფინიციების დაზუსტებისთვის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - დასძინა პოდოლიაკმა.
მოლაპარაკებები დაძაბულ რეჟიმში დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.