"თუ იარაღს დაყრით და ჩაბარდებით, მოგექცევით ისე, როგორც არმიაში გექცევიან" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს.
"უკრაინელი ერის სახელით გაძლევთ შესაძლებლობას გადარჩეთ, თუ იარაღს დაყრით და ჩაბარდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან, ღირსეულად და არა ისე, როგორც თქვენთან არმიაში გექცევიან" - ამბობს ის.
მისივე თქმით, ისინი უკრაინიდან ვერაფერს წაიღებენ გარდა ადამიანების სიცოცხლისა, თუმცა თავადაც ბევრნი მოკვდებიან მოუხედავად იმისა, რომ ეს არ უნდათ.
"მინდა, იმ რუს ჯარისკაცებს მივმართო, რომლებიც უკრაინაში მხოლოდ ახლა ჩამოვიდნენ და რომლებიც აქ წამოსასვლელად ახლა ემზადებიან. მომისმინეთ, განსაკუთრებით ყურადღებით მომისმინეთ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ, აქედან ვერაფერს წაიღებთ. თქვენ ძალიან ბევრ სიცოცხლეს წაართმევთ სხვებს იმიტომ, რომ თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენც მოგკლავენ, რისთვის ან რატომ უნდა დაიღუპოთ?! ვიცი, რომ გინდათ დიდხანს იცოცხლოთ, თქვენ სატელეფონო საუბრებში ვისმენთ, რას ფიქრობთ ამ ომზე და თქვენს მთავრობაზე, თქვენს ერთმანეთთან საუბრებს, თქვენს მშობლებთან საუბრებს, ამ ყველაფერს ვისმენთ" - ამბობს ზელენსკი.