"მადლობელი ვარ იმ გოგოსი, ვინც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა" | ზელენსკი "ვრემიას" რედაქტორზე

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, ვინც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და "ვრემიას" რედაქტორის პროტესტს ეხმაურება.

მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც სიმართლის გამჟღავნებას არ წყვეტენ. ისინი, ვინც დეზინფორმაციას ებრძვიან და თავის მეგობრებსა და ნათესავებს სიმართლეს უყვებიან. განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, ვინც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ბრძოლის არ გეშინიათ, სანამ თქვენი ქვეყანა ბოლომდე არ ჩაიკეტა და არ დაემსგავსა ჩრდილოეთ კორეას, გამოდით და იბრძოლეთ, არ დაკარგოთ თქვენი შანსი!, - თქვა მან.

ზელენსკის მიმართვა სრულად

ცნობისთვის, "ვრემიას" რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში ​უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა, დააკავეს. მანამდე კი მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა: "სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი