ადვოკატები ამბობენ, რომ ჯერ ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პოლიციმ გუშინ დააკავა. ის პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში შევიდა ომის საწინააღმდეგო ბანერით.
"ამ მომენტისთვის მარინას ვეძებეთ, ამბობენ, რომ ოსტანკინოს ტერიტორიაზეა, მაგრამ აშკარად არ არის აქ. დეზინფორმაცია მის ადგილსამყოფელზე კი ალბათ კვალის ასარევად გაავრცელეს. ეს რეალურად ადმინისტაციული სამართალდაღვევაა, მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა ამ მუხლით დაკავებული ადამიანის წინ და უკან ტარება. თუმცა, ჯერ მაინც დასადგენია რა ბრალდებაზეა საუბარი", - ამბობს ადვოკატი.
პირდაპირ ეთერში შესვლამდე ჟურნლისტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს: "სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია".