აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ გეგმავს დეტალურად ისაუბროს უკრაინისადმი ამერიკის დახმარების შესახებ, მას შემდეგ რაც ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკის კონგრესისადმი ვიდეო მიმართვას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მოსალოდნელია, რომ საკუთარ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელი კანონმდებლებისადმი ახალ მოწოდებებს გაახმოვანებს და მოითხოვს უკრაინის ცის დახურვასა და კიევისთის, მოიერიშე თვიმფრინავების გადაცემას. თეთრი სახლი ამ დრომდე არ არის თანახმა მიგ-29 მოიერიშეები უკრაინს გადაცეს იმ მიზეზით, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩათრევა რუსეთთან.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის ხვალინდელი გამოსვლა იქნება უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრაცია. ასევე, რამდენიმე წუთის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: