"წადით სამსახურებიდან! მთელი ცხოვრება საერთაშორისო ძებნაში ყოფნას რამდენიმეთვიანი უმუშევრობა ჯობია" - ასე მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი რუს პროპაგანდისტებს.
"თუ თქვენ გააგრძელებთ ამ პროპაგანდას, უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებით, ვიდრე ახლა, თქვენი ნებით დატოვოთ სამსახური. თქვენ სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლდებით აგრესიული ომის ტირაჟირებისა და პროპაგანდისთვის, ასევე სამხედრო დანაშაულის გამართლებისთვისაც. წადით სამსახურებიდან! დამერწმუნეთ, მთელი ცხოვრება საერთაშორისო ძებნაში ყოფნას რამდენიმეთვიანი უმუშევრობა ჯობია", - ამბობს ზელენსკი.