Fox News​-ის დაჭრილი ჟურნალისტი უკრაინიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

Fox News-ის ჟურნალისტი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მუშაობის დროს უკრაინაში დაჭრეს, უკრაინიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.

Fox-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს.

ბენჯამინ ჰოლი კიევთან ახლოს დაჭრეს. რუსი სამხედროები იმ მანქანას დაესხნენ თავს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა Fox-ის ოპერატორი და  ჟურნალისტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი