რუსმა სამხედროებმა კიევთან ახლოს, სოფელ გორენკაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კურშინოვა მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian უკრაინის შს მინისტრის მრჩეველ, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში FOX NEWS-ის ოპერატორი დაიღუპა. ის რუსმა ოკუპანტებმა კიევი შემოგარენში დაჭრეს. მასთან ერთად დაიჭრა ამავე გამოცემის ჟურნალისტი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაღუპული იყო 3 ჟურნალისტი.