უარი პუტინის გასამართლების მოთხოვნაზე, უარი კიევში ჩასვლასა და უკრაინის საჯარო მხარდაჭერასა და უარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრემლისადმი სრულ მორჩილებას კიდევ ერთი ქმედებით ადასტურებს.
დღეს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ და საგანგებოდ გაიმეორა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება. ამ მწვავე რეაქციის მიზეზი კი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ქვეყანა სანქციებს შეუერთდეს.
როგორც ირკვევა, კრემლის მიმართ დამოკიდებულება "ქართულ ოცნებასა" და ქვეყნის მეთაურს შორის დაპირისპირების გაღრმავების სულ უფრო დიდი ფაქტორი ხდება.
იხილეთ ასევე: