ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ამ ომის გაჩერება შეუძლებელია - ანდრეი ილარიონოვი

გამოქვეყნდა:

პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არასაკმარისია და ომს ვერ შეაჩერებს. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას, ილარიონოვი ამბობს, რომ საჭიროა ემბარგო ნავთობსა და გაზზე, თუმცა ისიც ბოლომდე საკმარისი არ იქნება აგრესორის შესაჩერებლად:

"ეკონომიკური სანქციები არ აჩერებს აგრესორს. როცა თვითმფრინავებია ცაში და ბომბავს ქალაქებს, არანაირი სანქცია არ მოქმედებს. ასეთი აგრესიის გაჩერება შეუძლია მხოლოდ ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევას. სანქციებს შეუძლია მხოლოდ დახმარება.
ამ სანქციებმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს. საჭიროა სხვა ტიპის სანქციები. მაგალითად, ემბარგოს დადება ნავთობისა და გაზის მოწოდებაზე. იმ შემთხვევაშიც თუ ეს ზომა იქნება, მხოლოდ დამხმარე ზომა იქნება. ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ამ ომის გაჩერება შეუძლებელია" ამბობს ილარიონოვი "დღის სტუმრის" ეთერში.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი