პუტინის მიზანია უკრაინის მოსახლეობის ფიზიკური განადგურება, ამ ომისთვის ის 20 წელია ემზადება - პუტინის ყოფილი მრჩეველი

გამოქვეყნდა:

პუტინის მიზანია უკრაინის მოსახლეობის ფიზიკური განადგურება - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ილარიონოვი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.
"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას ილარიონოვი, რომელიც ამჟამად კატონის უნივერსიტეტის გლობალური თავისუფლებისა და ცენტრის ექსპერტია, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ბლიც კრიგი არ გამოუვიდა, პუტინი ცდილობს დაიპყროს ქვეყნის ტერიტორია უკრაინელების გარეშე.

ილარიონოვის თქმით, ის რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში დაიწყო, მხოლოდ უკრაინის ომი არ არის და ამას უნდა აცნობიერებდეს ევროპაც, აშშ-ც, ნატოც და მისი ხელმძღვანელობაც. ილარიონოვის თქმით, პუტინის შემდეგი სამიზნე უკრაინაში წარმატების შემთხვევაში იქნება ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი დნესპრისპირეთი და საქართველო:

"ეს არის დიდი ომი რომლისთვისაც პუტინი 20 წელია ემზადება და ახლა დაიწყო განხორციელება.
ევროპის მოსახლეობას, ასევე პოლიტიკურ მოღვაწეებს რეგიონში, საქართველოს ჩათვლის, არ ესმით, რომ ეს არის ომი ყველას წინააღმდეგ და ყველა დემოკრატიული ქვეყანა ვალდებულია დაიცვას უკრაინა და ამ ნაბიჯით საკუთარი თავი" ამბობს ილარიონოვი.

რაც შეეხება უკრაინის ცის დახურვას და პუტინის შანტაჟს ბირთვული იარაღთ, ილარიონოვი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი "თამაშობს"მაგალითად კი ილარიონოვს 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს, როდესაც პუტინი გაჩერდა მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში ამერიკული გემი შემოვიდა:

"თუ გახსოვთ, 2008 წელს, შემოიყვანა ბუშმა გემი შავი ზღვის აკვატორიაში და ზუსტად 12 საათში პუტინმა გააჩერა თავდასხმა თბილისზე. 

1 თვითმფრინავი ჩამოაგდეს თურქეთის ტერიტორიაზე და პუტინმა თქვა, რომ დასჯის ჩამომგდებს, მაგრამ არასოდეს აღარ მიბრუნებია ამ საკითხს. არავინ დასჯილა თურქეთის მხრიდან, მაგრამ რუსები აღარ არღვევდნენ თურქეთის საზღვრებს. მიუხედავად პუტინის შანტაჟისა, თურქეთი ამარაგებს უკრაინას ბაირაქტარებით და რა რეაქცია აქვს პუტინს? ის გაჩუმებულია. თურქეთი არის ნატოს ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ამარაგებს ბაირაქტარებით...როგორ რეაგირებს პუტინი წინააღმდეგობაზე? მინდა გითხრათ, რომ ვერანაირად. ის თამაშობს..." ამბობს ილარიონოვი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი