"იმ იარაღით, რასაც გვაძლევენ, ისეთ არასაფრენ ზონას მოვაწყობთ, რომ ვერავინ იფრენს" - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, იმ იარაღით, რომელიც აშშ-მ უკრაინას მიაწოდა, ისეთ არასაფრენ ზონას მოაწყობს, რომ ვერავინ იფრენს.

"ჩვენ თავადაც შესანიშნავად მოვაწყობთ არასაფრენ ზონას იმ იარაღით, რასაც ახლა გადმოგვცემენ, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალო და შორი მოქმედების 800-მდე კომპლექსით, ჩვენ ისეთ არასაფრენ ზონას მოვაწყობთ, რომ უბრალოდ ვერავინ იფრენს, ნუ, მაქსიმუმ, ფრთიანი რაკეტები და რაკეტები, როგორიცაა ისკანდერები... უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ 30 რაკეტიდან, რომელიც ისროლეს, ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვამ 22 ჩამოაგდო",-თქვა მან.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარს გაუგზავნის. შესაბამის განკარგულებას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

რას ითვალისწინებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებით 800 მილიონიანი დახმარების პაკეტი | ჩამონათვალი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი