ზელენსკის მეტი სჭირდება. რაც ისვრის, უნდა გავუგზავნოთ - სენატორი ბენ სასი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა სენატორებმა უკრაინისთვის მეტი დახმარების შესახებ გააკეთეს განცხადებები. ბენ სასი ამბობს, რომ უკრაინას აშშ-მ უნდა გაუგზავნოს მეტი ჯაველინები, დრონები, სტინგერები:

„ზელენსკის მეტი სჭირდება. რაც ისვრის, უნდა გავუგზავნოთ. მეტი S-300, მეტი ჯაველინი, მეტი დრონი, მეტი სტინგერი, მეტი ყველაფერი“, - ამბობს სენატორი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს გუშინ, 16 მარტს მიმართა და კიდევ ერთხელ სთხოვა ცის ჩაკეტვა უკრაინის თავზე, ან საჰაერო  თავდაცვის სისტემების მიწოდება.
ემოციური გამოსვლის დასასრულს კი ამერიკელ პოლიტიკოსებს აჩვენა ვიდეოკადრები, რა მდგომარეობაშია უკრაინა ახლა და როგორი იყო ის, პუტინის ომამდე.

შეგახსენებთ, რომ გუშინვე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას მოაწერა ხელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი