უერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს | პოლონეთის პრემიერის შეთავაზება ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერმინისტრი მეგობარი ქვეყნის გამოფხიზლებას დღეს საჯაროდ შეეცადა. მატეუშ მორავეცკი საქართველოში ჩამოვიდა, დახურულ კარს მიღმა ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი ელაპარაკა, შემდეგ კი საჯაროდ და მკაფიოდ შეეცადა აეხსნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ოკუპანტის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბერკეტი კი მისი აზრით მაქსიმალური ზეწოლა და სანქციებია.

მორავეცკიმ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი საჯაროდ მალევე მიიღო. არა და არასდროს - დაახლოებით ასეთი იყო საერთო პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის 10-წუთიანი სიტყვის პათოსი. სანქციების არაეფექტურობაზე აღარ უსაუბრია, თუმცა, როგორც ჩანს, აზრი არ შეუცვლია და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამორიცხულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი