გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

განცხადებაში საუბარია მკვლელობის გარემოებებსა და ხანგოშვილის ურთიერთობაზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებთან. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში საქართველოს მთავრობა პრორუსულად არის მოხსენიებული. 

შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა, როგორც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთის, ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. გერმანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა რუსეთის მხარეს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამის პასუხად, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით ანალოგიური ზომები მიიღო კრემლმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი