"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათიდან პარლამენტთან მიიტანენ უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ფოტოებს და ყველას ექნება საშუალება პატივი მიაგოს მათ ხსოვნას.
"დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი.
ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.
ხვალ 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას", - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.
ამავე თემაზე: