კიევის, სუმის, ჩერნიგოვში, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩვენმა არმიამ ოკუპანტები შეაჩერა. რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ოკუპირებასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა. იგრძნობა, რომ უკვე აღარ იციან, რა დაგვიპირისპირონ. არ იციან რა მოგვიხერხონ გარდა იმისა, რომ იბრძოლონ სრულიად მიუღებელი მეთოდებით - თავს დაესხან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დასახლებულ პუნქტებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს. ისინი არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს ბომბავენ. ეს დანაშაულია!
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია