პუტინთან ურთიერთობის აღდგენა, როგორც ეს 2014 წელს გავაკეთეთ, შეცდომის გამეორება იქნება - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინთან ურთიერთობა მისაღები აღარ უნდა გახდეს. განცხადება ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

"მე ვიცი, რომ მსოფლიოში არიან ზოგიერთები, დასავლურ მთავრობაშიც კი... ვინც ამბობენ, რომ ჯობს ტირანიასთან შეგუება. მე მჯერა, რომ ისინი ღრმად ცდებიან. ამის შემდეგ პუტინთან ურთიერთობის აღდგენა, როგორც ეს 2014 წელს გავაკეთეთ, ზუსტად იმავე შეცდომის გამეორება იქნება",- თქვა ბორის ჯონსონმა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი