ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი არის მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილს ბრალდებებითვე პასუხობს და ამბობს, რომ ჯანეზაშილი ამ განცხადებებით "ქართული ოცნების" ნარატივს იზიარებს და ცდილობს ამ პარტიას ასიამოვნოს.
ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი არის მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. არ მინდა დავაბრალო ეს მხოლოდ იმას, რომ კვალიფიკაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელსა და იურიდიულ კვალიფიკაციას, რომ ის ვერ ერკვევა სამართლებრივ საკითხებში ამ მიმართებაში. უფრო სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ამუშავდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც უმრავლესობის სახით მან მიიღო, როდესაც ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოში, - განახადა ანა დოლიძემ
ანა დოლიძე ამბობს, რომ მის ყოფილ კოლეგას, თუ რაიმე კითხვის ნიშნები აქვს, შეუძლია ეს საკითხი სასამართლოში გაარკვიონ.
შეუძლია გვრიტიშვილს მიქაუტაძეს, მეთოფიშვილს და ქალბატონ ჯანეზაშვილს მიმართონ სარჩელით და სასამართლოში გავარკვიოთ ეს ამბავი, - თქვა ანა დოლიძე
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნაზი ჯანეზაშვილი მხარს სამოქალაქო სექტორის განცხადებას უჭერს, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა, მის საბჭოში მოღვაწეობასთან შეუთავსებელია. ჯანეზაშვილმა დოლიძეს მისი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროს დასახელებაც მოსთხოვა. ჯანეზაშვილი ასევე ამბობს, რომ გასარკვევია, თუ საიდან აქვს დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომელიც თვითონ დააფუძნა და რომლის ფინანსებსაც თავადვე განკარგავს.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა.