გიორგი ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრებს ახლა სამხედრო კოლონა ვარშავისკენ მიასვენებს, რადგან პოლონეთი ის ერთ-ერთი ძირითადი გზაა, რომლითაც უკრაინა გარესამყაროს უკავშირდება.
სამწუხაროდ უცნობია, როდის ან რა გზებით შეიძლება მოხერხდეს ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. რაც შეეხება ვარშავას, სწორედ იქიდან გადმოასვენებენ ჩვენს გმირებს უკვე თბილისში, სადაც გმირებისთვის საპატიო დახვედრას უამრავი მოქალაქე აპირებს.
პოლონეთისკენ მიმავალ გზას კი ყოველდღირუად ათასობით უკრაინელი გადის. პუტინის ომმა 3 მილიონზე მეტი უკრაინელი უკვე აქცია დევნილად. რა ხდება პოლონეთის საზღვართან - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იხილეთ ასევე: