უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი ქვეყანაში არ შეიჭრებოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა მივიღო უსაფრთხოების გარანტიები ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის. თუ NATO-ს წევრები მზად არიან, რომ ალიანსში გვიხილონ, მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთონ, რადგან ხალხი ყოველდღიურად იღუპება",-თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ NATO-ს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსმა პირდაპირ უნდა თქვას, მიიღებენ თუ არა უკრაინას NATO-ში და ქვეყანა გაურკვევლობაში არ უნდა ამყოფოს.
"მე მათ პირადად ვთხოვე პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგვიღებდნენ NATO-ში ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში, უბრალოდ ეთქვათ პირდაპირ და ნათლად ან ეთქვათ "არა". პასუხი იყო ძალიან ნათელი, თქვენ არ იქნებით NATO-ს წევრი, მაგრამ საჯაროდ კარი დარჩება ღია",-თქვა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე: