საკუთარი ვერსია უმრავლესობას უკვე აქვს - ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის საქმის უკან მმართველი პარტია ოპოზიციის კვალს ხედავს. "ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გაბუნიას წინააღდმდეგ ოპერაციის სისრულეში მოყვანა მხოლოდ მათი ოპონენტების დღის წესრიგში შედიოდა. ვერსია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და შემდეგ ხელისუფლების შეცვლაა. ოპოზიციამ საპასუხოდ თქვა, რომ "ოცნება" მორალურ ფსკერს გასცდა. 

"ოცნებამ" უმძიმესი დანაშაულის მისეული ვერსია, ბოლო პერიოდში ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეულ ირაკლი კობახიძეს ათქმევინა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებისგან თავი შეიკავა. თუმცა გუშინ "პალიტრა ნიუსის" პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილი გრუს აგენტად გამოაცხადა. შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე კი პრორუსული პოზიციების მთავარ გამხმოვანებლებად მოიხსენია. 

კობახიძის მიერ გრუს აგენტად დასახელებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილს გუნდის ოპოზიციაზე შეტევას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის, მთავარი სტარტეგიული პარტნიორების დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს 13 კონგრესმენის ხელმოწერით გაქმოქვეყნებული დოკუმენტი გაიხსენა, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ  და დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული. 

ბიძინა ივანიშვილისგან დღეს განმარტებებს ითხოვდა, "ერთიანი საქართველოს" ლიდერიც. ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ოცნება" ხელისუფლების დაკარგვის შიშით ყველაფერზე მიდის. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოლაპარაკებების მონაწილეები "ოცნებას" ადეკვატურობისკენ მოუწოდებენ. 

ხელისუფლება კი გარე მტერს თავის განცხადებებში თითქმის არ ახსენებს და მხოლოდ შიდა ინტერესებზე მიანიშნებს, მეტიც "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აკეთონ კომენტარები რამზან კადიროვის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ემუქრება. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი