"ბრავო უკრაინულ არმიას, რომელიც ოკუპანტების შეჩერებას მაქსიმალურად ახერხებს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
დასრულდა ომის 26-ე დღე. ძვირფასო უკრაინელებო, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრიდან 26 დღე გავიდა, მტერი ჯიუტად ცდილობს თავს დაგვესხას, სადღაც გზაზე კონტროლი აიღოს, მდინარეზე გადავიდეს, თუმცა ბრავო უკრაინულ არმიას, რომელიც ოკუპანტების შეჩერებას მაქსიმალურად ახერხებს, - ამბობს ზელენსკი.