ნიდერლანდებმა თითქმის 392 მილიონი ევროს (431,44 მილიონი დოლარის) რუსული აქტივები გააყინა. ინფორმაციას CNN ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამშაბათის მდგომარეობით, სულ 391,944,031 მილიონი ევროა გაყინული. სამინისტროს თქმით, მოსალოდნელია აქტივების შემდგომი გაყინვაც.
ცნობისთვის, რუსეთს დასავლეთი სანქციებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ უწესებს.