რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აპირებს დაესწროს G20-ის სამიტს, რომელსაც ინდონეზია უმასპინძლებს. ამის შესახებ Reuters ჯაკარტაში რუსეთის ელჩზე დაყრდნობით წერს.
"არა მხოლოდ G20, ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გაძევებას...დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია", - განაცხადა ელჩმა ლუდმილა ვორობიევამ ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ G20-ში.