საქართველო უკრაინის აქტიურ მხარდამჭერთა სიაში ვერ მოხვდა - რადას თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნებს თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩამონათვალში მოხვდნენ პოლონეთი, თურქეთი და სლოვაკეთი, თუმცა მათ გვერდით რუსლან სტეფანჩუკს საქართველო აღარ უხსენებია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა საქართველოსთან ერთად, 13 ქვეყანას მხარდამჭერი ერთობლივი განცხადების შემუშავებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამ დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების ხელმოწერა საერთოდ არ იყო.