კომპანია Nestlé რუსეთში KitKat-ის, Nesquik-ისა და სხვა ბრენდების გაყიდვებს წყვეტს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს გააკეთა. გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ შეაჩერეს რეკლამა და კაპიტალური ინვესტიციები.
კომპანია ამბობს, რომ რუსეთში მათი საქმიანობა ფოკუსირებული იქნება აუცილებელი საკვების მიწოდებაზე, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა კვება და სამედიცინო კვება და არა მოგებაზე.
მათივე განცხადებით, რუსეთიდან მოგებას არ ელიან და ნებისმიერი შემოსავალი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებში გადაირიცხება.
კომპანიამ კრიტიკა დაიმსახურა რუსეთის ბაზარზე დარჩენის გამო. 21 მარტს ის უკრაინის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ საგრძნობლად შეამცირეს საქმიანობა რუსეთში, შეაჩერეს იმპორტი და ექსპორტი, გარდა ძირითადი პროდუქტებისა.